რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ "CPMR"-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

მოწერელიას ონლაინ შეხვედრა
21:05 29.05
დაკოპირებულია

დღეს ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მონაწილეობა მიიღო. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის დირექტორი ბრუნო ოლივერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პირობებში ტრანსპორტის აღდგენის საკითხები, მიმოიხილეს ,,COVID-19" გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები.

ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელებმა განიხილეს ტვირთების გადაზიდვის, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის და ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო ,,CPMR"-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის განახლებულ რეგულაციებს, პორტებზე ძირითადი ქსელის დაშვების და TEN-T რუქაზე ცვლილებების საკითხებს. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
16:05
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ჯანმოს განცხადებით, ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესა...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...
6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტ...