რეგიონი

აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძარი ნაწილობრივ ლიკვიდირებულია

გაგრა 8 იანვრის დილას
1610268282
დაკოპირებულია

აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძრის ცენტრები ლიკვიდირებულია, ხოლო ცალკეულ კერებზე ცეცხლი ლოკალიზებულია. 

„ხანძარი ჯერ არ არის ჩაქრობილი, რადგან ეს არის ტყის ტერიტორია - დიდი ფართობი, მაგრამ საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, უბრალოდ ოდნავ შეამცირა გავრცელების სიჩქარე", - განაცხადა ე.წ. სახანძრო-სამაშველო განყოფილების შტაბის უფროსმა დავით ბგანბამ.

მისი თქმით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა ის დაახლოებით 100 ჰექტარია.

👉 ინფორმაციისთვის, გაგრის მიდამოებში ტყის ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა.

👉 2 დღეში ცეცხლი ცენტრალურ მაგისტრალამდე მივიდა და კლდის ჩამოვარდნა გამოიწვია. შემდეგ რთული მდგომარეობა შეინიშნებოდა სანატორიუმ „მოსკოვის“ მახლობლად, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაგრაში კვლავ ძლიერი ხანძარია (ფოტო - ვიდეო)

👉 შამბა: ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება

👉 რა ვითარებაა გაგრაში - დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

1611648402

„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

1611648212

საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს. 

1611647672

გაეროს გენერალურმა მდივანმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების საკითხის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა.

1611646644
საქართველოს ბანკი
ადგილობრივი წარმოების
მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელ...

 საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

 
ჯივიპი დღეს, 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორი...

დღეს,  26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 
1611644439
1 006 ინფიცირება, 1 050 გამოჯანმრთელება...

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.

პროკურორი: გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შ...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.