მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძარი ნაწილობრივ ლიკვიდირებულია

გაგრა 8 იანვრის დილას

აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძრის ცენტრები ლიკვიდირებულია, ხოლო ცალკეულ კერებზე ცეცხლი ლოკალიზებულია. 

„ხანძარი ჯერ არ არის ჩაქრობილი, რადგან ეს არის ტყის ტერიტორია - დიდი ფართობი, მაგრამ საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, უბრალოდ ოდნავ შეამცირა გავრცელების სიჩქარე", - განაცხადა ე.წ. სახანძრო-სამაშველო განყოფილების შტაბის უფროსმა დავით ბგანბამ.

მისი თქმით, ხანძრის მასშტაბებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა ის დაახლოებით 100 ჰექტარია.

👉 ინფორმაციისთვის, გაგრის მიდამოებში ტყის ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა.

👉 2 დღეში ცეცხლი ცენტრალურ მაგისტრალამდე მივიდა და კლდის ჩამოვარდნა გამოიწვია. შემდეგ რთული მდგომარეობა შეინიშნებოდა სანატორიუმ „მოსკოვის“ მახლობლად, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაგრაში კვლავ ძლიერი ხანძარია (ფოტო - ვიდეო)

👉 შამბა: ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება

👉 რა ვითარებაა გაგრაში - დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)