მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს

შეხვედრა ახალგაზრდებთან

ახალგაზრდობის სააგენტო, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „არაფორმალური განათლება–გზა თვითგანვითარებისკენ“ გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რის ფარგლებშიც დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ახალგაზრდობის სააგენტოს,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

სააგენტო ყაზბეგის მუნიციპალიტეტს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესაფასებლად ეწვია.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებისთვის იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

პროექტის ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს და 5 მოდულიან ტრენინგ კურსს მოიცავს.

აღნიშნულ ტრენინგ კურსში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის 50–ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული. კომპეტენციების განვითარება პროექტში მონაწილე ბენეფიციარებს, დაეხმარებათ ადგილზე დასაქმებასა და თვითდასაქმებაში, რაც თავის მხრივ, არაპირდაპირ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მიგრაციის შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის ზრდას.

პროეტის ფარგლებში მიღებული შედეგების გავრცობის მიზნით, ყაზბეგში დაფუძნდება და აღიჭურვება არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სოციალური ინტეგრაციის, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისთვის.

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

პროექტი - „არაფორმალური განათლება - გზა თვითგანვითარებისაკენ“ ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა (LAG Kazbegi) ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

პროექტი ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით.