მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არხოტში სოფელი ამღის აღდგენა იგეგმება - შალვა კერესელიძის განცხადება

სოფელი არხოტის ხეობაში

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე პირაქეთა ხევსურეთის და არხოტის ხეობის სოფლებში იმყოფებოდა.

შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტის და ამღას მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს,“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პირაქეთა ხევსურეთში აშენდა ჰესი, მოხდა სოფლების ინტერნეტიზაცია,სოფლებს მიენიჭათ მთის სტატუსი, გაიჭრა ათობით კილომეტრი გზა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი კი, რომლის განხორციელებაც არხოტის ხეობაში იგეგმება, ისტორიული სოფელ ამღის აღდგენაა.

„ულამაზეს პირაქეთა ხევსურეთის და არხოტის ხეობის სოფლებში ვიმყოფებოდი.შევხვდი ბარისახოს,გუდანის, როშკას, არხოტის და ამღას მოსახლეობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთას მოსახლეობა დაუბრუნდეს.არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,შენდება ჰესები, იჭრება გზები, ხდება სოფლების ინტერნეტიზაცია. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი კი რომლის განხორციელებასაც არხოტის ხეობაში ვგეგმავთ ეს არის ისტორიული სოფელ ამღის აღდგენა,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.