მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასპინძის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა 

მარწყვის პლანტაცია აპინძაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების“ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა და მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოში ფერმერების ხელშეწყობა არ შეჩერებულა.

ინფორმაციისთვის, კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება.

განხორციელებულმა ინვესტიციამ 500 000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია.

მარწყვის რეალიზება ბრენდის „მწვანე რესპუბლიკა“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია მუდმივად 5, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს.

საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტ-მდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.