მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ატენის ხეობაში ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩაიტანა (ფოტოები)

ძლიერი წვიმა

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო ატენის ხეობაში კლდიდან მიწა ჩამოიშალა, რამაც პრობლემები გზის სავალ ნაწილზე შექმნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ატენში უკვე იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას.

უწყების ინფორმაციით, გზის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი. შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო.