მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძარი ატენში

მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალ-ბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობდა.

ხეობაში ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება და ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.

ადგილზე დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.