მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაღდათში ყაჩაღობა მოხდა

ბაღდათში ყაჩაღობა მოხდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ფერსათში ბუბუციძეების ოჯახი დააყაჩაღეს. 

მძარცველებმა ფიზიკური დაზიანება ოჯახის ორ წევრს მიაყენეს. ისინი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც დაშავებული გულნაზი გუგუციძე აცხადებს, ყაჩაღები ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და მათ თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყეს.

ექიმის თქმით, 80 წლამდე მამაკაცს სისხლჩაქცევები აქვს და თუ მდგომარეობა დამძიმდება, ოპერაცია დასჭირდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გუშინ მოხდა.