რეგიონი

ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა 5 დღეა აკრძალულია

საავტომობილოo გზების
დეპარტამენტი
1606133534
დაკოპირებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. 

მათივე ინფორმაციის თანახმად, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფხულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განთავსებულ ვიდეომიმართვაში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

1614279044

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

1614278546

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

1614277833

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175
პარლამენტის სხდომა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქმიანობას მ...

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

„გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მართ...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება რამდენიმე თვალსაზრისით საყურადღებოა. 

სამართლებრივი ქმედება თუ პოლიტიკური ახირ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ვითარების განმუხტვა სურს, უნდა გააუქმონ როგორც დამძიმებული გირაო, ასევე, მოხსნან საკითხი ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მ...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.