რეგიონი

ბაკურციხესა და კარდენახში 10 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ბაკურციხესა და
კარდენახში 10 000-მდე
ადგილობრივი უწყვეტი
წყალმომარაგებით
ისარგებლებს
1605690503
დაკოპირებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასშტაბურ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაკურციხისა და კარდენახის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია. წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 43 თვეში უნდა დაასრულოს.

„სოფელ ბაკურციხეში არ არის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა . სოფლის ტერიტორიაზე განთავსებული სამი ჭაბურღილი ამ ეტაპზე უფუნქციოა, რეაბილიტაციას საჭიროებს მოქმედი რეზერვუარი და ჭაბურღილი.

ორი სოფლის სტაბილური წყალმომარაგებისთვის დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, სახლის დაერთებების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებსა და რეზერვუარებს“. - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის დასრულების შემდეგ, ორი სოფლის მოსახლეობას , ჯამში 10 000 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

1619000271

რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%-ს) რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1618999008

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1618998917

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

1618998837
ფრენა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალ...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევი...

„გარკვეულწილად მიკვირს, რომ ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ევროპული საქართველო“, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი, უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნ...

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

ქუთაისში კოვიდპაციენტი კლინიკის მე-5 სარ...

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.