მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გათავისუფლების შესახებ აჭარის ტელევიზიიდან გაიგო.

მისი თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებზეა საუბარი. შესყიდვა განხორციელებულია მაშინ, როცა ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე იყო.

ამავდროულად, ცნობილია, რომ ირაკლი ჯინჭარაძე შპს „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას არ ეთანხმებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეჩერებულა.