მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის შესასვლელ-გასასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა

პოლიცია გამშვებ პუნქტზე

ბათუმის შესასვლელ-გასასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა და აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების მსურველ პირებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში მოეწყობა საკონტროლო პუნქტები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი განხორციელდება, ხოლო მოქალაქეები, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტესტირებას დაექვემდებარებიან“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, თერმოსკრინინგი ჩატარდება ასევე ბათუმის ყველა კომერციულ დაწესებულებაში და გამკაცრდება კონტროლი რეგულაციების დაცვაზე.

ინფორმაციისთვის, აჭარის რეგიონში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან უმრავლესობა ბათუმიდანაა.