მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დააკავეს (ვიდეო)

ბათუმში აქციაზე მოქალაქეები დააკავეს

ბათუმში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ, სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. 

პოლიციამ ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მომიტინგეები პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების წაყვანის საშუალებას არ აძლევენ.

მათი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან შედეგები გაყალბებულია.

👉ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირებას დილიდან ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.