მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბინა მთლიანად დაიწვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

უსაფრთხოების მიზნით, კორპუსში განხორციელებული იყო ევაკუაცია.