რეგიონი

ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

აქცია ბათუმში
1613390576
დაკოპირებულია

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ადგილზე იმყოფებიან ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები. ისინი თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმებას და მის საფუძველზე მთავრობისგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ.

მათი მოთხოვნაა დროულად განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ის პირები კი ვინც უკვე ცხოვრობენ ოცნების ქალაქში, ფართების დაკანონებას ითხოვენ.

აქციაზე მისულები არიან აგრეთვე ავტობანის მშენებლობის დროს დაზარალებული პირები და ეკომიგრანტები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ბედი გაურკვეველია.

აქციაზე გამომსვლელები აფიქსირებენ, რომ მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და მათ პროტესტს ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვს.

წვიმის მიუხედავად აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და ხელისუფლებისგან კონკრეტულ მოთხოვნებზე პასუხს ელოდებიან.

ჯგუფების ხელმძღვანელები თორნიკე რიჟვაძესთან შესახვედრად ემზადებიან. მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ შეხვედრა რომელიმე ტელეკომპანიის კამერით იქნას გადაღებული.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1614578760

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614575405

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614574942

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

1614544344
გათიშული დენი

თბილისის უბნები, სადაც პირველ მარტს ელექტროენ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას: ხელისუფლე...

„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა სა...

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.