რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 86 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ 86 შშმ ბავშვს
საკვები პროდუქტები და
ჰიგიენური საშუალებები
გადაეცა
1610447455
დაკოპირებულია

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი  გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

„დღეს სოციალური აქცია გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადავეცით შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. აღნიშნული აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და ამ მხრივ მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამასა და აქტივობას ახორციელებს. მსგავსი აქციები, ჩვენი ჩართულობით, პერმანენტულად გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

 
1611646215

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1611646066

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1611645862

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

1611644934
პუტინის ახალი ინიციატივა

პუტინი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დაავალა მოამზადოს კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრებას აკრძალავს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სენატში შეიტ...

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი წარმომადგენელთა პალატიდან სენატს გადაეგზავნა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ვაკისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩას დღე...

სხვადასხვა სამუშაოების გამო 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.