დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს.
სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზეც მოინახულეს, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზეისაუბრეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
დღეიდან კომპანიები ვალდებული იქნებიან დასაქმებულთა სამუშაო საათები ზუსტად აღრიცხონ.
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.
„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.