მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუკნარში ქრისტიანი და მუსულმანი მოქალაქეების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა

მოლაპარაკება ბუკნარში

სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსულმანი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. 

მხარეებს შორის შეხვედრას, რომელიც კამერების წინ გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში ორი რელიგიის მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

მოლაპარაკებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუსლიმი თემის წევრები ლოცვას მათ მიერ შეძენილ სახლში შეუფერხებლად გააგრძელებენ. შეხვედრის დასრულებისას მხარეთა წარმომადგენლებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვეს.

👉 ინფორმაციისთვის, სოფელ ბუკნარში მუსულმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის კონფლიქტი სოფელში მეჩეთის გაკეთების საკითხს მოჰყვა. ადგილობრივი ქრისტიანები აცხადებენ, რომ სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვენებ.

👉 13 იანვარს დაპირისპირებულ მხარეებს ჩოხატაურის გუბერნატორი და მერი შეხვდნენ. შეხვედრა მოლაპარაკებით დასრულდა, თუმცა მუსულმანი თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საკითხის გადასაწყვეტად ღია შეხვედრა იყო საჭირო.