მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჭალადიდის დამშრობი  მასივის  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

მათი თქმით, სოფელ ქვალონში ხე-მცენარეების და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

ცნობისთვის, დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.