მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიათურაში 13 მაღაროს 3 700 მაღაროელი გაიფიცა

გაფიცვა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

13 მაღაროს 3 700 მაღაროელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. დასაქმებულები კომპანია „ჯორჯია მანგანეზში“ ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ცნობილია, რომ კომპანიას აქციის მონაწილეებმა 21 დღის წინ მიმართეს. მაღაროელები საპროტესტო აქციას ჭიათურის მერიასთან მართავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.