მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

პროტესტი ჭიათურაში

ჭიათურაში აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეცისგან“ მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ.


შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ პროტესტის მონაწილეები კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს სხვების შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეცი“ მათი ეზოების ქვეშ მადანს მოიპოვებს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიბზარა ხოლო სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა, აღნიშნული კომპანია კი კომპენსაციას არ იხდის.

„85 დღეა მიმდინარეობს აქცია, თითოეული აქ მდგომი ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და კომპანიისგან ვითხოვთ ელემენტარულ ყურადღებას და კანონის შესაბამისად ნორმალურ ანაზღაურებას. ამ 85 დღის მანძილზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა კომპანიის მხრიდან და იძულებული გავხდით უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა, ამოვიკერეთ პირი და დავიწყეთ შიმშილი“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეცის“ წარმომადგენლის ვლადიმერ სალაძეს განცხადებით, კი აქციის 2 მონაწილე არ დათანხმდა კომპენსაციის გაცემას, ხოლო მესამე პირს უკვე გადაეცა 2018 წელს საცხოვრებელი სახლი.

„იმ სამი პიროვნებიდან რომელთაც მოაწყვეს აღნიშნული აქცია, ორი მათგანის მფლობელობა არის შეფასებული სახელმწიფო აუდიტის მიერ, თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას, ჩვენთვის გაუგებარია თუ რატომ არ დათანხმდნენ კომპენსაციის გაცემას. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, ეს ოჯახი არის ეკომიგრანტები და შესაბამისად 2018 წელს მუნიციპალიტეტის მიერ დაკმაყოფილებული იქნა აღნიშნული ოჯახი საცხოვრებელი სახლით, გაურკვეველია ამ პიროვნებების მოთხოვნა.

კომპანიამ დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ლარის ფარგლებში უკვე საკომპენსაციო თანხა დაარიგა სოფელში, რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება კმაყოფილი“- განაცხადა ვლადიმერ სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი 85 დღეა მიმდინარეობს და ადგილობრივები კომპანიას მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.