მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიკაანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ყვერელის მუნიციპალიტეტი

ჭიკაანში ცენტრალური ქუჩის მოპირდაპირე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში 2805 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება და მოეწყობა სანიაღვრე არხები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა „გზამშენი15“ ასრულებს.

პროექტის სრული ღირებულება 1 719 973 ლარს შეადგენს.