რეგიონი

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
11:09 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული
სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი
ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ
მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჭელიძის თქმით, ჩხოროწყუს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე
სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად
აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს
20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად
ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და
საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში
გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო
ავტომანქანისთვის.

დღეიდან, ჩხოროწყუს სრულიად ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.

ინფორმაციისთვის, 2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი
შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღში,
ბორჯომსა და ანაკლიაში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება:
წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ნებისმიერი ტიპის მ...
00:31
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას. „საქართველო დამოუკი...
00:22
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:08
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
დღის მიმოხილვა 25 ნოემბერი

25 ნოემბრის მიმოხილვა

🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60...
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
22:14 ოთხ. 25 ნოემბერი
აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგე...
მისი თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ვინ რაზე იყო...
21:58 ოთხ. 25 ნოემბერი
ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით...
„სისტემა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უ...
21:50 ოთხ. 25 ნოემბერი
ადვოკატი ცეცხლსასროლი იარაღით, პანდა პაბ...
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] მედიცინის მუშაკი ემზადება იმ პაციენტის გამ...