მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე პირი აივნიდან გადავარდა (ვიდეო)

ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქიაში სხდომის შემდეგ შენობის მეორე სართულის მოაჯირი ჩაინგრა და რამდენიმე პირი გადავარდა. არიან დაშავებულებიც. 

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის თქმით, სხდომა შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე სასულიერო პირი სხდომიდან გამოსასვლელად ჩაკეტილ კარს მთელი ძალით მიაწვა, რამაც განაპირობა მოაჯირის ჩავარდნა. ამის შემდეგ, ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად მეორე სართულიდან გადავარდა.

ჟურნალისტის თქმით, ოპერატორი შედარებით მძიმედ დაშავდა - „სახიდან სისხლი სდიოდა და გადაყვანილია საავადმყოფოში,“ - აცხადებს იგი. დაშავებულები არიან, ასევე, სხვა მოქალაქეებიც.