რეგიონი

ჩოხატაურში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა მუსულმანები სიტყვიერ დაპირებას არ ენდობიან

ბუკნარის მკვიდრი
მუსულმანი
1610560860
დაკოპირებულია

ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივ ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობასთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა პირებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, თუმცა მათი თქმით, სიტყვიერი დაპირება პრობლემას ვერ მოაგვარებს. 

„მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ შეთანხმება მიღწეულია და დაპირისპირება აღარ მოხდება, თუმცა ასე ბევრჯერ ყოფილა და ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა იქნას არჩეული ერთი ადამიანი სასულიერო პირი მუსულმანების მხრიდან და ერთი ქრისტიანების მხრიდან, ასევე 10-10 პირი ორივე მხრიდან და ეს შეხვედრა როცა მოხდება, ამას უნდა შუქებდნენ პირდაპირ ეთერში ტელევიზიები. რა შეთანხმებაც შედგება იმ შეხვედრაზე, ჩვენ ყველა დავეთანხმებით იმას. შეხვედრა უნდა იყოს ღია და ყველამ დაინახოს, რომ ადამიანებმა სიტყვა თქვეს, პასუხისმგებლობა აიღეს. სხვა შეთანხმებას ჩვენ არ ვენდობით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ქრისტიანმა სასულიერო პირებმა დააფიქსირონ თავისი მოსაზრება“, - აღნიშნა ბუკნარის მკვიდრმა, მუსულმანი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

1618998761

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

1618997551

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.

1618997253
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამნისტია პატი...

„ამნისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიებისა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

თამთა მეგრელიშვილი ნიკა მელიას - სადაც ე...

„დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო,“ - ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას.

„თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მ...

„მიშამ ისეთი ბინძური ტრიუკი ჩაუტარა ნიკანორ მელიას, რომ ადამიანურად მეცოდება, მებრალება ასეთი მდგომარეობისთვის. ბოლომდე მიაწექიო უკიჟინებდა და უცებ პოზიცია შეცვალა, მოუწოდა „ნაცებს“ ხელი მოვაწეროთო“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორი...

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.