მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩოხატაურში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა მუსულმანები სიტყვიერ დაპირებას არ ენდობიან

ბუკნარის მკვიდრი მუსულმანი

ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივ ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობასთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა პირებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, თუმცა მათი თქმით, სიტყვიერი დაპირება პრობლემას ვერ მოაგვარებს. 

„მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ შეთანხმება მიღწეულია და დაპირისპირება აღარ მოხდება, თუმცა ასე ბევრჯერ ყოფილა და ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა იქნას არჩეული ერთი ადამიანი სასულიერო პირი მუსულმანების მხრიდან და ერთი ქრისტიანების მხრიდან, ასევე 10-10 პირი ორივე მხრიდან და ეს შეხვედრა როცა მოხდება, ამას უნდა შუქებდნენ პირდაპირ ეთერში ტელევიზიები. რა შეთანხმებაც შედგება იმ შეხვედრაზე, ჩვენ ყველა დავეთანხმებით იმას. შეხვედრა უნდა იყოს ღია და ყველამ დაინახოს, რომ ადამიანებმა სიტყვა თქვეს, პასუხისმგებლობა აიღეს. სხვა შეთანხმებას ჩვენ არ ვენდობით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ქრისტიანმა სასულიერო პირებმა დააფიქსირონ თავისი მოსაზრება“, - აღნიშნა ბუკნარის მკვიდრმა, მუსულმანი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.