მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს

ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს.

ეკლესიის სტიქაროსნის უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და წაღებულია შესაწირი.

მისივე თქმით, საკურთხეველთან ფანჯარაა გატეხილი, საიდანაც, სავარაუდო მძარცველები შევიდნენ.

ამ წუთებში ეკლესიაში სამართალდამცველები და სასულიერო პირები იმყოფებიან.