მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს “ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.