მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაბა ქედაში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზის რეაბილიტაცია დაბა ქედაში

დაბა ქედაში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებული წესების გათვალისწინებით განახლდა. 

დაბა ქედაში, მემედ აბაშძის ქუჩას რეაბილიტაცია პირველად უტარდება და პროექტის ღირებულება 69 200 ლარია. აღნიშნულ ქუჩას შემოვლითი გზის დანიშნულებაც აქვს და გარდა ქუჩის მცხოვრებლებისა, რეაბილიტირებული გზით ივნისის ბოლოდან სოფელი ქედის, აქუცისა და ეკნარის უბნის მცხოვრებლები ისარგებლებენ. სამუშაო პროცესს ადგილზე, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე აგეცნო.