მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაბა ქედაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ხიდის აღდგენა ქედაში

დაბა ქედაში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე პროცესს ადგილზე გაეცნო.

„19 სექტემბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაბა ქედაში, 3 ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად წაიღო. ოჯახებთან დამაკავშირებელი დროებითი სარგებლობის ხიდის მოწყობითი სამუშაოები დღეს დაიწყო, რისთვისაც თვითმმართველობის სახელით, მადლობას ვუხდი კომპანიას - „მშენებელი 23“, გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის!

აღსანიშნავია, რომ კაპიტალური ხიდის მშენებლობისთვის 230 000 ლარის ღირებულების პროექტი, ქედის მერიამ მიმდინარე წელშივე შეიძინა და სამშენებლო პროცესი 2021 წლისთვის დაიგეგმა. სტიქიის მასშტაბურობის მიუხედავად, ქედის თვითმმართველობამ ოპერატიულად მოახდინა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება და მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებები დაგეგმა - ეს არის საავტომობილო და შიდა საუბნო გზების, საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვა დაზიანებების აღმოფხვრის ღონისძიებები“, - განაცხადა შეხვედრისას როლანდ ბერიძემ.