მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გეგიძე, რომელმაც ბათუმში ექიმს სცემა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია

რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ.

ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა, რამაც გეგიძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.

ის უკვე დაკავებულია. შსს-ს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.