მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

აჭარა მწვანე ზონა გახდა

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე აჭარაში დაწესდა ასევე რამდენიმე შეზღუდვა:

  • 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ
  • რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა აჭარაში შეზღუდვები იქნება მანამ, სანამ ეპიდემიური სურათი არ შეიცვლება.

ასევე თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვების არსებობის სულ მცირე 2 კვირიანი ციკლია საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ.

ცნობისთვის, დღეს 26 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 166 შემთხვევა დადასტურდა.