მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ავტობუსი აჭარის ქუჩაში

დღეიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილზების აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ზრდის გამო, 25 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.