მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

თოვლი ბახმაროში

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო ატენის ხეობაში კლდიდან მიწა ჩამოიშალა, რამაც პრობლემები გზის სავალ ნაწილზე შექმნა. ასევე ძლიერმა სეტყვამ და სტიქიამ კახეთში ახმეტის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა .

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.