მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთში მოსახლეობას სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

დუშეთში დახმარების დარიგება გრძელდება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისოფელში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პროდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე თვის წინ, თანამედროვე მზის პანელები დაუმონტაჟდათ. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ციხისოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო.

სოფლის მოსახლეობა ასევე სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.