მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმები ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის კოვიდკლინიკად გადაკეთებას აპროტესტებენ

ექიმების აქცია

ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინიკად გადაკეთებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და ორსულებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების განცხადებით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან, რადგან მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

„ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და თანამშრომლების პროტესტი არ აინტერესებს. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომლემა განცხადება შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ აქციები გავაგრძელოთ, აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ სამშობიარომ კოვიდცენტრად იმუშაოს“ , - აღნიშნეს თანამშრომლებმა.

სამშობიაროს ხელმძღვანელის მედია შავიშვილის განცხადებით, კლინიკა კოვოდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. თანამშრომლების ნაწილს აღნიშნულ პირობებში მუშაობა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

მისი განმარტებით, სამშობიაროს კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.