მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, იან ბლინკამ.

„მოხარული ვარ რომ დღევანდელი შეხვედრა ქედაშია და სწორედ იმ ვენახებში, რომელიც ქედის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა - „შატო ივერში“. სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით შეემატა მნიშვნელოვანი სერვისი მუნიციპალიტეტს.

რომ არა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „ქედა ლიდერი“ მუნიციპალიტეტში ვერ განხორციელდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების, როგორიცაა - განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა/განვითარება.

აღსანიშნავია,რომ 2017 წლიდან სულ 97 ინიციატივა დაფინასდა ქედაში.

გარდა ამისა, ქედის მერია შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას, „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ რომლის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია დაიწერა და საფუძველი ჩაეყრება ინტერმუნიციპალურ პროექტების განხორციელებას.

ასევე, ევროკავშირის დაფინასებით, საპილოტედ განხორციელდა ქედაში არამობილურ ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაზღვევის რისკების შემცირების პროგრამა, რომელიც შემდგომ დაინერგა და დღემდე მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდი ყველა განმახორციელებელ ორგანიზაციას უმნიშვნელოვანესი პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის და გამოვთქვამთ მზაობას სამომავლო აქტიურ თაბნამშრომლობაზე“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.