მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა დასრულდა

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა დასრულდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ქ.გარდაბანში, სოფელ კრწანისსა და თელეთში დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიებმა უზრუნველყვეს.

ინფორმაციისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 ლოკაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 419 960 ლარით განხორციელდა.