მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია

გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.

მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.