რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გარდაბნის ექვსი სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.
პროექტის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
„წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქვეყანაში წელს ინვესტიციის უპრეცედენტო რაოდენობა ხორციელდება.
ამჟამად, საქართველოში, ჯამში მიმდინარეობს დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის პროექტი, თითქმის 150 ლოკაციაზე, მათ შორის გარდაბანში, რომელიც მოიცავს ექვსი სოფლის 24 საათიან წყალმომარაგებას მაღალი სტანდარტით დამუშავებული წყლით. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს.
პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოიცავს.
რაც ყველაზე იშვიათია ხოლმე, პროექტი, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა დამთავრებულიყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსწრებით მიდის პროცესები და ალბათ, ზაფხულის ბოლოს ამ ექვსივე სოფელს სრულად მივაწვდით წყალს“- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.
ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.
ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორში არსებულ სტეროიდს კოვიდ 19-ის მწვავე სიმპტომების თავიდან აცილება შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.
იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებზე წერს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დატოვეს.