რეგიონი

გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გიორგი ხანიშვილი აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის
მინისტრს შეხვდა
1613456489
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა.  ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად წარიმართება.

„გასული წელი იყო რთული, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემის გადაჭრა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. 2021 წელი მეტად წარმატებული იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის, თხილის და სხვა აგრარული დარგების განვითარების მხარდაჭერა გაზრდილია. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, უმნიშვნელოვანესია ფერმერების მეტი აქტიურობა მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი სურმანიძემ აჭარაში აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, გასულ წელს, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე აისახა.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614575405

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614574942

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

1614544344

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

1614542290
ზალკალიანი შარლ მიშელს
დახვდა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა სა...

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

„ნამახვანის ჰესის მშენებლობას ნაცბელადი...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.