მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი იწმინდება

გამწმენდი ტექნიკა

გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინარეობს.

სპეციალური ტექნიკის მეშვეობით იწმინდება მუნიციპალური პლაჟი. ადგილზე დაემატა „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენებს ყოველდღიურად გაიტანენ.

სანაპირო ზოლზე ნარჩენებისთვის ურნები განთავსდება.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.