ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სააღმზრდელო დაწესებულება 35 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
„აღსანიშნავია, რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს, არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი. ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვია“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამავე ცნობით, საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 000 ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 000 ლარი გამოიყო, რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებასა და ეზოს მოწყობას მოხმარდა.
დასრულებლი მშენელობა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა ნარიმანიძესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს მას შემდგომ, რაც გავაკეთეთ მიზნობრივი შეზღუდვები, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მოდის ქვემოთ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების საკითხის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დღეს, 26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.