რეგიონი

გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამუშაოები გუდაურში
12:02 16.10
დაკოპირებულია

გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მცხეთა- მთიანეთის რეგიონულ მენეჯერთან ლევან კაკაბაძესთან ერთად, გუდაურში ადგილობრივ მოსახელობასა და კერძო სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

კომპანია, გუდაურში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტების ღირებულება 48 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუდაურში ასევე შენდება რეზერვუარი, ეწყობა ჭაბურღილები, 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.

აღნიშნული პროექტები გუდაურსა და მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...