მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გურიის სახელმწიფო რწმუნებული

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

„ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“,- ნათქვამია ზურაბ ნასარაიას მილოცვაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.