მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანის "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეები პროდუქციის გასაღებისთვის ორდღიან ვადას ითხოვენ

ხილი ბაზარში

გურჯაანის "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეები პროდუქციის გასაღებისთვის ორდღიან ვადას ითხოვენ. ადგილზე მისულ 50-ზე მეტ მოვაჭრეს უთხრეს, რომ დღეიდან მუშაობა უნდა შეწყვიტონ.

მათი თქმით, დიდია ზარალი და მალფუჭებადი პროდუქტი გადასაყრელი უხდებათ. გარდა ამისა, დასაქმებულები უმუშევრები და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩებიან.

ადმინისტრაციამ გურჯაანის ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო მიიღო.

დღეიდან გაურკვეველი დროით აღარ ფუნქციონირებს თელავის აგრარული ბაზარიც.