მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში სახლი დაიწვა

სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხეც არსებობდა, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე ექვსი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, გამოძიება დაადგენს.