რეგიონი

გურჯაანის სოფლების მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭანდარისა და ძირკოკის მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება
10:14 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებს იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეული წლებია პრობლემას წარმოადგენს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„მორიგი ტენდერი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს.

დღეის მდგომარეობით, ჭანდარსა და ძირკოკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას წყალი კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, ზაფხულის პერიოდში კი შესაძლოა კვირაში ერთხელ მიიღონ. ადგილობრივების ძირითად ნაწილს წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი, წყალი არ იქლორება.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, პროექტის დასრულების შემდეგ 3 500-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს 10,5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ...

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით. „არც...
38 წუთის წინ
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც წაულა დაინფიცირდა და მისგან ადამიანს გადაე...
52 წუთის წინ
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის...
58 წუთის წინ
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტე...
59 წუთის წინ
მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რას...
17:20
ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი გაუფასურდა

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლარს შეადგენდა. შესაბ...
გივი მიქანაძე: ოპოზიციის მიერ გამართულმა...
„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალე...
მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე: უცხოელებთან...
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. „ხომ ხედა...
ბადრი ჯაფარიძე: ახლა გვჭირდება არა ერთმა...
„ჩვენ ახლა გვჭირდება არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ შეთანხმება, რაც აუცილებელია...