მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანი რეგიონული განვითარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც საგრანტო დაფინანსებაში, მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე, ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას კასპშიც ახორციელებს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.